воскресенье, 13 мая 2012 г.

1. პროექტის სახელწოდება:,,რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი!'' (გალაქტიონ ტაბიძის ,,ნიკორწმინდა'')
2.პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეთა დაინტერესება საქართველოს ტაძრებითა და მათდამი მიძღვნილი ლიტერატურული ნაწარმოებებით
3.პროექტისაქტუალობა: ქართული ციხე–ტაძრები ოდითგანვე იყო მწერალთა დაპოეტთა შთაგონების წყარო. ახლა, როცასაქართველოში ეკლესია–მონასტრების მშენებლობისა და განახლების ახალი ეტაპი დაიწყო, ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია.ვაშენებთ ახალს, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ ძველი, რამეთუ:,, ერის გადაშენება მაშინ იწყება, როცაიგი თავის წარსულს ივიწყებს''.
4.პროექტის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან და ისწავლიან გალაკტიონ ტაბიძის ლამაზ ლექსს,,ნიკორწმინდა'', ტაძრის აგების ისტორიას, არქიტექტურისა დაფრესკების თავისებურებებს განუვითარდებათ დამოუკიდებელი მუშაობისა თვითშეფასების უნარი.
5.მონაწილეთა ასაკი:–X-XI კლასის მოსწავლეები
6.ვადები/ხანგრძლივობა–სამი კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები, პროდუქთები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები მოიპოვებენ მასალებს ნიკორწმინდის აგების შესახებ,შექმნიან იმ ეპოქის სტატისტიკურ კოლაჟს, რომელშიც აშენდა ტაძარი(,,ნეტა, ვინ ააგო, ან როგორ ააგო....'') ხელოვნების მასწავლებლის დახმარებითმოამზადებენ მასალას ტაძრის არქიტექტურაზე, ფრესკების მრავალფეროვნებაზე(,,აქრომ თაღებია,სიზმრის გეგონება...'') წარმოადგენენ ინფორმაციებს ნიკორწმინდის ტაძრით გალაკტიონ ტაბიძის აღფრთოვანებისა და ლექსის დაწერის იდეის შესახებ.
8.პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები:ფოტოაპარატი,კომპიუტერი, პროექტორი,თაბახის ფურცლები.
9.პროექტის მსვლელობა:  –I.აქტივობა –პროექტის დაგეგმვა:
ა)პროექტში მონაწილე მოსწავლეთა კონტიგენტის განსაზღვრა
ბ)პროექტის იდეის განსაძღვრა
გ)ჯგუფებად დაყოფა და დავალებების განაწილება:
I.ჯგუფი:ტაძრის აგების ისტორია და ეპოქის მიმოხილვა(ისტორიის სფერო)
IIჯგუფი:ტაძრის არქიტექტურისა და ფრესკების თავისებურებების განხილვა(ხელოვნების სფერო)
III.ჯგუფი:გალაკტიონ ტაბიძის ლექსის,,ნიკორწმინდა'' იდეურ–მხატვრული ანალიზი
     II.აქტივობა–მომზადება–ისტი–სა და სხვა დამხმარე საშუალებების მომზადება, პროექტში მონაწილე პირების გაფრთხილება(მოსწავლეები,ისტორიისა და ხელოვნების მასწავლებლები),სლაიდების, ფოტო–მასალებისა დაინფორმაციების შეგროვება
III.აქტივობა:–ექსკურსია ნიკორწმინდაში
IV აქტივობა–განხორციელება–წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით სამუშაო ჯგუფები ახორციელებენ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ სამუშაოებს
V.აქტივობა:–წარდგენა–ჯგუფები წარმოადგენენ პროექტის მიმდინარეობისა და მიღებული შედეგების ამსახველ პრეზენთაციას
VI.აქტივობა:–შეფასება–მასწავლებელი მოსწავლეებთან შეთანხმებული რუბრიკის შესაბამისად აფასებს პროექტის განხორციელებასა და მიღწეულ შედეგებს.
10. საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
    პროექტი  განხორციელდება  ისტორიისა  და  ხელოვნების  საგნებთან  კავშირში.
11. პროექტის ხელმძღვანელი:  შორენა  ბუსკივაძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: shorena.buskivadze7@gmail.com
13.პროექტის  ვებ– გვერდი/ბლოგი:buskivadze.blogspot.com







Комментариев нет:

Отправить комментарий