воскресенье, 13 марта 2016 г.

კურსის რეფლექსია

ამ  პროექტის  ფარგლებში  განვიხილეთ ბ მოდულები  თეორიულად,  თითოეული  მოდულის  მიხედვით  გავეცანით  პროექტის  ნიმუშებს,  ვისწავლეთ  პორთფოლიოში  სხვადასხვა  რესურსების  გადატანა,  გავაკეთეთ  პროექტის  პრეზენტაცია,  შეფასების  რუბრიკები,  ვისწავლეთ  სურათებისა  და  ვიდეოს  გადატანა,  ვნახეთ  სასარგებლო  ინტერნეტ-საძიებო  სისტემა,  ვისწავლეთ  საქაღალდის  შეკუმშვა  და  გაგზავნა.ძალიან  საინტერესო  იყო  ბროშურებსა  და  პრეზენტაციაზე  მუშაობა.  ტრენინგი  ზოგადად  ძალიან  საინტერესო  და  ნაყოფიერი  იყო.  ვფიქრობ,  რომ  ტრენინგზე  შეძენილი  ცოდნა  კიდევ  უფრო  ეფექტურს  გახდის  ჩემს  მუშაობას  და  ბევრ  რამეს  გამოვიყენებ  ჩემს  პრაქტიკულ  საქმიანობაში.

ინტელის პროექტი

воскресенье, 6 марта 2016 г.

მე-6 დღის რეფლექსია

ამ  მოდულში  ჩვენ  გავეცანით  სტანდარტებს,  განვსაზღვრეთ საგნის  სტანდარტის  რომელი  შედეგის/ინდიკატორის  მიღწევა  და  შეფასება  გვსურს  ჩვენი  თემის  ფარგლებში.  გვეცნით  სტანდართებისა  და  მიზნების  რუბრიკას,განახლებულ  ბლუმის  ტაქსონომიას,  21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევების  სიტყვებს,  განვიხილეთ  მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  კითხვები  სასწავლო  პროექტის  სრულყოფილად  ჩამოყალიბებისათვის.გავეცანით  პროექთის  შეფასების  ვებგვერდს  შეფასების  სტრატეგიებს,  რომელიც  იყოფა  5  ძირითად  კატეგორიად,  პრეზენტაციის  ფორმას  ჩვენი  პროექტისათვის.  განვიხილეთ  ვიცი-მინდავიცოდე- ვისწავლე  დიაგრამა.  მაგალითისთვის  ვნახეთ  აფრიკული  მოდელის  ნიმუში.  შევადგინეთ  დროში  გაწერილი  შეფასების  გეგმა.  ვისწავლეთ  საძიები  სისტემის  გამოყენება,  საავტორო  უფლებების  დაცვა  ვნახეთ  გამოყენებული  ლიტერატურის  შაბლონი.  ვისწავლეთსაქაღალდის  შეკუმშვა  და  გაგზავნა.ვისაუბრეთ,  როგორ  ხდება  ინტერნეტ  კავშირი  მსოფლიოსთან.

воскресенье, 13 мая 2012 г.

1. პროექტის სახელწოდება:,,რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი!'' (გალაქტიონ ტაბიძის ,,ნიკორწმინდა'')
2.პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეთა დაინტერესება საქართველოს ტაძრებითა და მათდამი მიძღვნილი ლიტერატურული ნაწარმოებებით
3.პროექტისაქტუალობა: ქართული ციხე–ტაძრები ოდითგანვე იყო მწერალთა დაპოეტთა შთაგონების წყარო. ახლა, როცასაქართველოში ეკლესია–მონასტრების მშენებლობისა და განახლების ახალი ეტაპი დაიწყო, ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია.ვაშენებთ ახალს, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ ძველი, რამეთუ:,, ერის გადაშენება მაშინ იწყება, როცაიგი თავის წარსულს ივიწყებს''.
4.პროექტის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან და ისწავლიან გალაკტიონ ტაბიძის ლამაზ ლექსს,,ნიკორწმინდა'', ტაძრის აგების ისტორიას, არქიტექტურისა დაფრესკების თავისებურებებს განუვითარდებათ დამოუკიდებელი მუშაობისა თვითშეფასების უნარი.
5.მონაწილეთა ასაკი:–X-XI კლასის მოსწავლეები
6.ვადები/ხანგრძლივობა–სამი კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები, პროდუქთები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები მოიპოვებენ მასალებს ნიკორწმინდის აგების შესახებ,შექმნიან იმ ეპოქის სტატისტიკურ კოლაჟს, რომელშიც აშენდა ტაძარი(,,ნეტა, ვინ ააგო, ან როგორ ააგო....'') ხელოვნების მასწავლებლის დახმარებითმოამზადებენ მასალას ტაძრის არქიტექტურაზე, ფრესკების მრავალფეროვნებაზე(,,აქრომ თაღებია,სიზმრის გეგონება...'') წარმოადგენენ ინფორმაციებს ნიკორწმინდის ტაძრით გალაკტიონ ტაბიძის აღფრთოვანებისა და ლექსის დაწერის იდეის შესახებ.
8.პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები:ფოტოაპარატი,კომპიუტერი, პროექტორი,თაბახის ფურცლები.
9.პროექტის მსვლელობა:  –I.აქტივობა –პროექტის დაგეგმვა:
ა)პროექტში მონაწილე მოსწავლეთა კონტიგენტის განსაზღვრა
ბ)პროექტის იდეის განსაძღვრა
გ)ჯგუფებად დაყოფა და დავალებების განაწილება:
I.ჯგუფი:ტაძრის აგების ისტორია და ეპოქის მიმოხილვა(ისტორიის სფერო)
IIჯგუფი:ტაძრის არქიტექტურისა და ფრესკების თავისებურებების განხილვა(ხელოვნების სფერო)
III.ჯგუფი:გალაკტიონ ტაბიძის ლექსის,,ნიკორწმინდა'' იდეურ–მხატვრული ანალიზი
     II.აქტივობა–მომზადება–ისტი–სა და სხვა დამხმარე საშუალებების მომზადება, პროექტში მონაწილე პირების გაფრთხილება(მოსწავლეები,ისტორიისა და ხელოვნების მასწავლებლები),სლაიდების, ფოტო–მასალებისა დაინფორმაციების შეგროვება
III.აქტივობა:–ექსკურსია ნიკორწმინდაში
IV აქტივობა–განხორციელება–წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით სამუშაო ჯგუფები ახორციელებენ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ სამუშაოებს
V.აქტივობა:–წარდგენა–ჯგუფები წარმოადგენენ პროექტის მიმდინარეობისა და მიღებული შედეგების ამსახველ პრეზენთაციას
VI.აქტივობა:–შეფასება–მასწავლებელი მოსწავლეებთან შეთანხმებული რუბრიკის შესაბამისად აფასებს პროექტის განხორციელებასა და მიღწეულ შედეგებს.
10. საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
    პროექტი  განხორციელდება  ისტორიისა  და  ხელოვნების  საგნებთან  კავშირში.
11. პროექტის ხელმძღვანელი:  შორენა  ბუსკივაძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: shorena.buskivadze7@gmail.com
13.პროექტის  ვებ– გვერდი/ბლოგი:buskivadze.blogspot.com