ამ პროექტის ფარგლებში განვიხილეთ ბ მოდულები თეორიულად, თითოეული მოდულის მიხედვით გავეცანით პროექტის ნიმუშებს, ვისწავლეთ პორთფოლიოში სხვადასხვა რესურსების გადატანა, გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია, შეფასების რუბრიკები, ვისწავლეთ სურათებისა და ვიდეოს გადატანა, ვნახეთ სასარგებლო ინტერნეტ-საძიებო სისტემა, ვისწავლეთ საქაღალდის შეკუმშვა და გაგზავნა.ძალიან საინტერესო იყო ბროშურებსა და პრეზენტაციაზე მუშაობა. ტრენინგი ზოგადად ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ვფიქრობ, რომ ტრენინგზე შეძენილი ცოდნა კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ჩემს მუშაობას და ბევრ რამეს გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკულ საქმიანობაში.
воскресенье, 13 марта 2016 г.
воскресенье, 6 марта 2016 г.
მე-6 დღის რეფლექსია
ამ მოდულში ჩვენ გავეცანით სტანდარტებს, განვსაზღვრეთ საგნის სტანდარტის რომელი შედეგის/ინდიკატორის მიღწევა და შეფასება გვსურს ჩვენი თემის ფარგლებში. გვეცნით სტანდართებისა და მიზნების რუბრიკას,განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვებს, განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები სასწავლო პროექტის სრულყოფილად ჩამოყალიბებისათვის.გავეცანით პროექთის შეფასების ვებგვერდს შეფასების სტრატეგიებს, რომელიც იყოფა 5 ძირითად კატეგორიად, პრეზენტაციის ფორმას ჩვენი პროექტისათვის. განვიხილეთ ვიცი-მინდავიცოდე- ვისწავლე დიაგრამა. მაგალითისთვის ვნახეთ აფრიკული მოდელის ნიმუში. შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა. ვისწავლეთ საძიები სისტემის გამოყენება, საავტორო უფლებების დაცვა ვნახეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი. ვისწავლეთსაქაღალდის შეკუმშვა და გაგზავნა.ვისაუბრეთ, როგორ ხდება ინტერნეტ კავშირი მსოფლიოსთან.
Подписаться на:
Сообщения (Atom)